08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ბარაკ ობამამ სპეცსამსახურებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება დაავალა

ბარაკ ობამამ სპეცსამსახურებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება დაავალა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საკითხი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კონტრტერორისტულ და საგარეო უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან განიხილა.

საგანგებო შეხვედრა ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ გაიმართა.

პრეზიდენტმა ძალოვანებს ISIS-ის განადგურებისა და ტერორისტების ნებისმიერი შეთქმულების აღსაკვეთად ქმედითი, ნაბიჯებისკენ მოუწოდა.

სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ბარაკ ობამას სადაზვერვო ინფორმაცია გააცნეს, და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერაქტების შესახებ.

დღის ამბები