08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
გამტაცებელი ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვს

ეგვიპტისა და კვიპროსის სპეცსამსახურები თვითმფრინავის გატაცებას ტერაქტის კვალიფიკაციას არ ანიჭებენ. ორივე მხარე აცხადებს, რომ ბოროტმოქმედი პირადი მოტივით მოქმედებს, პოლიტიკურ თავშესაფარსა და ლარნაკაში მცხოვრებ ყოფილ მეუღლეთან შეხვედრას ითხოვს.

ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით გატაცების დროს თვითმფრინავში 55 მგზავრი იმყოფებოდა, ამ დოისთვის ბორტზე 7 ადამიანი რჩება, აქედან 4 ეკიპაჟის წევრი, სამი კი უცხოელი ტურისტია.

მინისტრმა არც გამტაცებლის ვინაობა დაასახელა.გავრცელდა ინფრომაცია, რომ " ეჯიპთ ეარის" კუთვნილი ეარბასის გამტაცებელი წარმოშობით ეგვიპტელი, შეერთებული შტატების მოქალაქე 40 წლის იბრაჰიმ სამაჰი იყო, რომელიც მეცნიერებათა კანდიდატია და ატლანტის უნივერსიტეტში პედაგოგად მუშაობს. თუმცა ბიბისის ინფორმაციით, მათ პროფესორი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ის არ არის გამტაცებელი და ამ ლაინერის რიგითი მგზავრია.

გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე მარინა პარასკუა. ის უკვე აეროპორტშია და მზად არის გამტაცებელთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

დღის ამბები