08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ადვოკატი ნადია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს

სავჩენკოს ადვოკატი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ საუბრობს, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პილოტის ორგანიზმი წყალს ვეღარ იღებს.

როგორც მე-5 არხი იტყობინება, ნადია სავჩენკო საპატიმროში მისმა ადვოკატმა მოინახულა.

როგორც ის აღნიშნავს, განაჩენის გამოტანის შემდეგ ის მხოლოდ წყალს იღებდა და უარი თქვა ყოველგვარ დამხმარე საშუალებებზე, რამაც გამოიწვია ორგანიზმიდან მარილების და აუცილებელი მინერალების გამოდევნა.

"ამ ფონზე დაიწყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება,  თავიდან ამ წყალს უკან იღებდა. ახლა ის იღებს მინერალურ წყალს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხდეს. მიუხედავად ამისა, სავჩენკო დღეში 400-500 გრამამდე კარგავს. ახლა ის 65 კილოგრამს იწონის,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები