08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ლარნაკის აეროპორტში თვითმფრინავის გამტაცებელთან მოლაპარაკებები გრძელდება

ლარნაკის აეროპორტში თვითმფრინავის გამტაცებელთან მოლაპარაკებები გრძელდება. ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ბორტზე 7 ადამიანი რჩება, აქედან 3 ტურისტია, დანარჩენი 4 კი ეკიპაჟის წევრები არიან.

ეგვიპტის ავიახაზები ბორტზე დარჩენილი 8 ადამიანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

კვლავ გაურკვეველია ბოროტმოქმედის მოტივი. კვიპროსის მედია წერს, რომ მან ეგვიპტის ციხიდან პატიმრების გათავისუფლება და თურქეთში გამგზავრება მოითხოვა. ოფიციალური პირები კი პირად მოტივებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედი პოლიტიკურ თავშესაფარსა და ლარნაკაში მცხოვრებ ყოფილ მეუღლეთან შეხვედრას ითხოვს.

კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გამტაცებელი ეგვიპტელი სეიფ ელდინ მუსტაფაა. გავრცელებული ინფრომაცია, რომ ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი ლაინერი წარმოშობით ეგვიპტელმა, ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორმა იბრაჰიმ სამაჰიმ გაიტაცა, არ დადასტურდა.

სამაჰი რიგითი მგვაზრი აღმოჩნდა. მედიის ინფორმაციით, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე მარინა პარასკუა. ის უკვე აეროპორტშია და მზად არის გამტაცებელთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები