08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
უკრაინის რადამ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის რადამ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა. დადგენილებას ვიქტორ შოკინის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ მხარი 339-დან 289 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბოლო პერიოდში გენერალურ პროკურორს ხშირად აკრიტიკებდნენ კორუფციასთან ბრძოლის მარცხის გამო, რაც ოპონენტების თქმით, ქვეყანაში რეფორმების გატარებას უშლიდა ხელს. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 16 თებერვალს მიმართა შოკინს და პოსტის დატოვება შესთავაზა.

დღევანდელ კენჭისყრამდე უკრაინის გენპროკურორმა უწყებაში საკადრო ცვლილება განახორციელა და თანამდებობიდან თავისი მოადგილე დავით საყვარელიძე გაათავისუფლა. ოფიციალურ მიზეზად ეთნიკური ნორმების დარღვევა დასახელდა. 

„ეს პროკურორი სამარცხვინო იყო ამ უწყებისთვის. იმედი მაქვს შემდეგი გენერალური პროკურორი, რომელიც დაინიშნება, მისი მსგავსი არ იქნება. სამწუხაროდ ამ უწყებაში სუსტი საკადრო ცვლილებების მოწმე ორჯერ გავხდით. ვიქტორ შოკინის ბოლო ნაბიჯი დავით საყვარელიძის მოხსნა იყო. რაიმე მიზეზიც რომ არსებულიყო ამ ადამიანის მიზანში ამოსაღებად, შოკინს ერთი წელი ჰქონდა და არაფერი გაუკეთებია,“ - აცხადებს პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი. 

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით საყვარელიძეს გენპროკურორის მოადგილის თანამდებობის პარალელურად, ოდესის ოლქის პროკურორის პოსტიც ეკავა, მისი პოსტიდან გადაყენების მიზანი კი გენპროკურატურის სტრუქტურის უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.

დღის ამბები