08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ჩემი გათავისუფლება არის სიგნალი, რომ უკრაინაში რეფორმები არავის სჭირდება" - დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს. საყვარელიძის თქმით, იმ პირების გათავისუფლება, ვინც ებრძვის კორუფციას, არის სიგნალი იმისა, რომ უკრაინაში რეფორმები არავის სჭირდება.

გენერალური პროკურორის ყოფლმა მოადგილემ ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"როგორც იცით, დღეს გენერალურმა პროკურორმა გამათავისუფლა მისი მოადგილის და ოდესის პროკურორის თანამდებობიდან. მათ ამის მიზეზად დაასახელეს პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევა. მე მინდა ღიად განვაცხადო: დიახ, მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა. მაგრამ დავარვიე ამ ტერმინის მათი გაგებით. მათი აზრით პროკურორის ეთიკა ეს არის ქურდობა, კორუფცია და დაუსრულებელი მფარველობა. ეს ეთიკა მე დავარღვიე და ყოველთვის დავარღვევ. ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მე დაკავებული ვიყავი მუდმივი ბრძოლით ზუსტად ეთიკის ასეთ წესებთან", - აღნიშნა საყვარელიძემ. 

მან ხაზი გაუსვა, რომ კორუფციასთან ბრძოლა იყო მისი მთავარი დავალება, რაც მას პირადად უკრაინის პრეზიდენტმა მისცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები