08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის გატაცების მიზეზი ამ დრომდე უცნობია

ამ დრომდე უცნობია ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის გატაცების მიზეზი. ოფიციალური პირები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ.

ერთ-ერთი ვერსიით, პირს, რომელმაც 62 ადამიანი მძევლად აიყვანა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მასთან მოლაპარაკებას სამართალდამცველები 7 საათის განმავლობაში აწარმოებდნენ, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გაათავისუფლა და პოლიციას ჩაბარდა.

თვითმფრინავის გამტაცებელი, რომელიც 7 საათის განმავლობაში მძევლებს აკავებდა, ლაინერიდან ყველაზე ბოლოს ჩამოვიდა და პოლიციას წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა.

სამართალდამცველებმა ის ლარნაკას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება.

ეჯიპთ ეარის კუთვნილი აერბასი ამ დრომდე ლარნაკას აეროპორტში დგას და მას სპეციალისტები სწავლობენ.

 

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები