08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატთა ოჯახის წევრებს თურქეთის სამხრეთ დასავლეთი რეგიონების დატოვება ურჩია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უსაფრთხოების მიზნით დიპლომატთა ოჯახის წევრებს თურქეთის სამხრეთ დასავლეთი რეგიონების დატოვება ურჩია. რეკომენდაცია ვრცელდება ადანაში, იზმირსა და მუგლაში მცხოვრებ ამერიკელებზე.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების საგარეო უწყება ურჩევს თავის მოქალაქეებს, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. პენტაგონის პერსონალის ოჯახის წევრებს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების დატოვება ურჩია თავდაცვის უწყებამაც.

პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, მოსალოდნელი კონკრეტული საფრთის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ევაკუაციის გადაწყვეტილება რეგიონში არსებული დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

დღის ამბები