08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ჩავიდა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თურქული მედია წერდა, რომ სირიის საკითხზე და თურქეთის შიდა პოლიტიკაზე ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების გამო, ერდოღანისა და ბარაკ ობამას შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, თავად თურქეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ სამიტის ფარგლებში, მას არაოფიციალური შეხვედრა ექნება ამერიკელ კოლეგასთან.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ჯო ბაიდენთან. ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ვაშინგტონში ხვალ იხსნება.

დღის ამბები