08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
დაღესტანში პოლიციის ავტოკოლონის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

დაღესტანში პოლიციის ავტოკოლონის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ოფიცერი.

ორი ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც გზაზე კოლონამ გაიარა. პოლიციელები მახაჭკალიდან ქალაქ კასპიისკში, ბაზაზე ბრუნდებოდნენ.

გამოძიებას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ-ჯერობით არ მიუნიჭებია. პოლიციის მანქანა დაღესტანში დილითაც ააფეთქეს. 

დღის ამბები