08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ავიაკატასტროფა კანადაში - დაღუპულებს შორის კანადის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრიცაა

კანადაში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი ჟან ლაპიერი იმყოფებოდა. პოლიტიკოსთან ერთად ბორტზე მისი მეუღლე, და, და ორი ძმა იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი დაიღუპა. ყოფილი მინისტრი მეუღლესა და და-ძმასთან ერთად მამის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა კანადური მედიის ინფორმაციით, დაშვების დროს კუნძულზე ძლიერი ქარი ქროდა.

დღის ამბები