08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
მოსკოვში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

მოსკოვში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია თურქეთის 18 მოქალაქე, რომლებიც დაჯგუფების ახალი წევრს ეძებდნენ და იბირებდნენ. პარალელურად, ისლამისტებმა აიღეს პასუხისმგებლობა დაღესტანში პოლიციის ავტოკოლინის აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც ერთი ოფიცერი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

ორი ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც გზაზე კოლონამ გაიარა. სამართალდამცველები მახაჭ-ყალიდან ქალაქ კასპიისკში, ბაზაზე ბრუნდებოდნენ. პოლიციის მანქანა დაღესტანში დილითაც ააფეთქეს. დაიღუპა ერთი პოლიციელი, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები