08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ეგვიპტე კვიპროსისგან სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლის ექსტრადირებას ითხოვს

ეგვიპტე კვიპროსისგან სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლის ექსტრადირებას ითხოვს. სეიფ ელდინ მუსტაფას დღეს კვიპროსის სასამართლომ 8 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მომდევნო ერთ კვირის განმავლობაში ლაინერის გატაცების შესახებ საგამოძიებო პროცესი დასრულდება და გამტაცებელს ბრალსაც წაუყენებენ.

სეიფ მუსტაფამ ავიაკომპანია იჯიფთ ეარის სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს აიძულა ლაინერი კვიპროსში, ლარნაკის აეროპოტში დაესვათ. გამტაცებელთან მოლაპარაკებებს ეკიპაჟის წევრები აწარმოებდნენ. შედეგად მან ყველა მგზავრი გაათავისუფლა და პოლიციას ჩაბარდა. შაჰიდის ქამარი კი, რომლის აფეთქებითაც იმუქრებოდა, ნამდვილი არ აღმოჩნდა.

დღის ამბები