08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ტერორისტები თავდასხმებს სავარაუდოდ პრემიერმინისტრის ოფისსა და რეზიდენციაზე გეგმავდნენ

ბრიუსელის ტერაქტების მონაწილეები სავარაუდოდ თავდასხმების მოწყობას პრემიერმინისტრის ოფისზე და რეზიდენციაზე გეგმავდნენ. ბელგიური მედიის ცნობით სანაგვე ურნაში აღმოჩენილ კომპიუტერში, რომელიც ერთ-ერთ ტერორისტს ეკუთვნოდა, სქემები და სამთავრობო შენობების ფოტოები აღმოაჩინეს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ბრიუსელის ტერაქტებამდე 5 დღით ადრე ნიდერლანდების ხელისუფლებამ ბელგიელ სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ არსებობდა ეჭვი ძმებ ბაქრაუიების ტერორისტებთან კავშირის შესახებ. ინფორმაცია კი ჰოლანდიელებს ამერიკელმა სამართალდამცველებმა 16 მარტს მიაწოდეს და ისიც აცნობეს, რომ ეფბიაის ძმები ტერორისტთა სიაშიც შეყვანილი ჰყავდა.

დღის ამბები