08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
გაზრდილი რუსული აგრესია - პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. განცხადება შეერთბული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ვაშინგტონმა ევროპაში დამატებითი კონტინგენტის შეყვანის გადაწყვეტილება გაზრდილი რუსული აგრესიის გამო მიიღო. რეგიონში შეერთებუილი შტატების უკვე არსებულ შეიარაღებული ძალებს ერთი ბრიგადა დაემატება.

4 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 250 ათასამდე ერთეული მძიმე ტექნიკა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში განთავსდება.

გეგმის განხორციელება 2017 წლის თებერვალშია დაგეგმილი, თუმცა გადაწყვეტილებას ჯერ შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

დღის ამბები