08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
აფეთქებას თურქეთში 4 სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა

4 სამართალდამცველი ემსხვერპლა აფეთქებას თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში. თავდასხმა დიარბაქირში, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც გზაზე პოლიციის მანქანამ ჩაიარა. აფეთქების შედეგად 14 ადამიანიც დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქი სამართალდამცველები რეგიონში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას უკვე რამდენიმე თვეა ატარებენ.

დღის ამბები