08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
ინდოეთში ესტაკადა ჩაინგრა - დაღუპულია 22 ადამიანი

ინდოეთში ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22–მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 70–ს აჭარბებს. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ კოლკატაში მოხდა. ხიდი, რომლის მშენებლობაც ბოლომდე დასრულებული არ იყო, ჩაინგრა და მაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებსა და ფეხით მოსიარულეებს დაეცა. ბეტონის საფარის ქვეშ შესაძლოა ამ დრომდე კიდევ 150–მდე ადამიანი იყოს მოყოლილი. ესტაკადის მშენებლობა ქალაქში 2009 წლიდან მიმდინარეობდა და მისი დასრულება დადგენილ ვადებში რამდენჯერმე ვერ მოხერხდა.

დღის ამბები