08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ტერაქტი დიარბაქირში - ვრცელდება აფეთქების ამსახველი პირველი კადრები

ბოლო მონაცემებით, თურქეთის აღმოსავლეთით, ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 27 დაშავდა. ვრცელდება აფეთქების მომენტის ამსახველი პირველი კადრები.

ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მის უკან, როგორც წინა ორი ტერაქტის დროს, ქურთების მუშათა პარტიას მოიაზრებენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა ტერორიზმი დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ქალაქ დიარბაქირში გუშინ აფეთქდა, რომლის სამიზნესაც ახლოს მყოფი პოლიციის ავტობუსი წარმოადგენდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები