08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიც გენშერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

89 წლის ასაკში გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი გარდაიცვალა. გამორჩეული საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა ის ქვეყნის ისტორიაში შევიდა, როგორც მინისტრი და ვიცე კანცლერი, რომელმაც ამ ორ თანამდებობაზე 18 წელი გაატარა.

ჰანს დიტრიხ გენშერის ყველაზე ცნობილი სიტყვა 1989 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებას უკავშირდებოდა. მან დასავლეთ გერმანიის საელჩოდან პირველმა აცნობა აღმსავლეთ ნაწილის მოსახლეობას, რომ თავისუფლად შეეძლოთ დასავლეთ გერმანიაში გადასვლა.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ჰანს დიტრიხ გენშერი ადვოკატად მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაშიც.

დღის ამბები