08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
გაფიცვა ბრიუსელის აეროპორტში-ფრენების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბრიუსელის აეროპორტი დღეს მუშაობას აღარ განაახლებს. მიზეზი დაცვის სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა გახდა. ისინი აცხადებენ, რომ ტერაქტების შემდეგ მიღებული ზომები საკმარისი არ არის. აეროპორტის თანამშრომლები მგზავრთა სარეგისტრაციო დარბაზში კონტროლის გასაძლიერებლად მეტალო-დეტექტორებისა და სკანერების გამოყენებას მოითხოვენ. მათივე თქმით, უნდა შემოწმდეს ბარგიც.

ბრიუსელის აეროპორტს მუშაობა ნაწილობრივ დღეს უნდა დაეწყო. ის 22 მარტის ტერაქტების შემდეგ დახურულია. აფეთქებების სერიას ბელგიის დედაქალაქში 35 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიებაში ბელგიელ სამართალდამცველებს შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები ეხმარებიან.

დღის ამბები