08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
კალკუტაში ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24–მდე გაიზარდა

კალკუტაში ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24–მდე გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა 90 ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს, თუმცა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. 2 კილომენტრიანი მშნებარე მაგისტრალი ქალაქის ცენტრში გუშინ საღამოს ჩამოინგრა.

მომხდარის გამო პოლიციამ საქმე მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით აღძრა და 5 თანამშრომელი დააკავა. ისინი გამოძიებას ჩვენებას აძლევენ და მომხდართან კავშირს უარყოფენ. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის დროს ტექნიკურ ხარვეზებს და შეცდომებს ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები