08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
პარიზში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

აფეთქების შედეგად პარიზში 5 ადამიანი დაშავდა. ინცინდენტი ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. პოლიციის ინფრომაციით, სახლის მეექვსე სართულზე გაზქურა აფეთქდა, რასაც ნაწილობრივი ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი რამდენიმე სართულს მოედო.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად შეძლეს. დაშავებულებს შორის სამი ადგილობრივი მცხოვრებია, 2 კი მეხანძრე. მათ მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

დღის ამბები