08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
НТВ-მ რუსული ოპოზიციის ლიდერის პირადი ცხოვრების კადრები ეთერში გაუშვა

რუსეთში ახალი სკანდალი აგორდა. ტელეკომპანია НТВ-მ გადაცემაში საგანგებო გამოძიება სავარაუდოდ რუსული ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ კასიანოვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუშვა. გადაცემის ავტორთა მტკიცებით ფილმში კასიანოვის დღე ნამდვილად აღბეჭდილნი არიან მიხეილ კასიანოვი და მისივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნატალია პელევინა.

ვიდეომასალა საძინებელ ოთახშია გადაღებული. НТВ-ს ჟურნალისტების მტკიცებით პირადი ურთიერთობის გარდა ფირი შეიცავს საინტერესო დიალოგს აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, რის გამოც მისი ეთერში გაშვება გადაწყვიტეს.

მიხეილ კასიანოვი რუსეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პარნასის ლიდერია. 

დღის ამბები