08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
უკრაინა დონბასში ეუთოს საპოლიციო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს - პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პრეს–კონფერენციაზე ბირთული სამიტი შეაჯამა. პეტრო პოროშენკომ გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხესა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

უკრაინის ლიდერმა მოუწოდა საერთაშორისო გაერთიანებას, რომ უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისიც, რომ უკრაინა დონბასში ეუთოს საპოლიციო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დღის ამბები