08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
სალაჰ აბდესლამი სტადიონზე თავის არაფეთქების მიზეზებს განმარტავს

პარიზის ტერაქტების ერთ–ერთი ორგანიზატორი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. სალაჰ აბდესლამის თქმით, პარიზის სტადიონთან თავი რომ აეფეთქებინა, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, ამიტომ გეგმა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შეცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აბდესლამი თავის ძმას, მოჰამედს, ესაუბრა, რომელმაც ის ციხეში მოინახულა.

13 ნოემბერს პარიზში მოწყობილ ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. ბელგიურმა მხარემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადირების შესახებ.

დღის ამბები