08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
Amnesty International ოფიციალურ ანკარას საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

Amnesty International ოფიციალურ ანკარას ბრალდებას უყენებს. საერთაშორისო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თურქეთი მიგრანტებს სირიაში დაბრუნებას აიძულებს. 

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იანვრის შემდეგ თურქეთი ყოველდღიურად 100–მდე სირიელს, მათ შორის ბავშვებს, აბრუნებს საომარ ზონაში, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.

ბრალდებას თურქეთის ხელისუფლება უარყოფს და ამბობს, რომ დევნილების უკან გამგზავრება მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში ხდება.

Amnesty International-ის  დასკვნა მიგრანტების კრიზისზე ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

დღის ამბები