08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ობამა იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც ტერორისტების ხელში მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენას ეხება

"საბედნიეროდ, არც ერთ ტერორისტულ ჯგუფს ხელში ბირთული იარაღი ჯერ არ ჰქონია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველაფერი ამის თავიდან ასაცილებლად", - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ბირთვული  უსაფრთხოების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მონაწილეებმა კონფერენციის შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს. 

ბარაკ ობამამ იმ საფრთხეზე ისაუბრა, რომელიც ტერორისტების ხელში მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენას ეხება. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი და ორიენტირებული ამ საფრთხის წინააღმდეგ.

"საბედნიეროდ, არც ერთ ტერორისტულ ჯგუფს ხელში ბირთული იარაღი ჯერ არ ჰქონია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველაფერი ამის თავიდან ასაცილებლად.  ეს ქვეყნებს ასევე აძლევს საშუალებას, გაერთიანდნენ და  ფოკუსირება მოახდინოს ამ დროისთვის არსებულ ყველაზე აქტიურ ტერორისტულ ქსელზე, ისლამურ სახელმწიფოზე. აქ მყოფი სახელმწიფოების უმეტესობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრია. რიგი ქვეყნები გახდნენ მათი სამიზნეები,"- განაცხადა ბარაკ ობამამა.   

კანადა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერებას და დამატებითი დაფინანსების გამოყოფას აპირებს.

რუსთავი2-თან საუბრისას კანადის პრემიერ მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა ტერორისტების ხელში ბირთვული იარაღის აღმოჩენის საფრთხეზე.

დღის ამბები