08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ყარაბაღში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აკისრებს

მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აკისრებს.

ვითარება უკიდურესად კონფლიქტის ზონაში წუხელ დაიძაბა. ოფიციალურმა ერევანმა აზერბაიჯანი ფრონტის ყველა ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებაში დაადანაშაულა.

მათი მტკიცებით, დასახლებულ რაიონში სარაკეტო იერიშსს 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, ბაქოში ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფენ და მას სომხეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ზავი სომხეთმა დაარღვია და აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 127–ჯერ გახსნა.

მხარეებს თავსეკავებისკენ უკვე მოუწოდა ვლადიმერ პუტინმა.

შექმნილ ვითარებას ვენაში მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე ეუთოს მინსკის ჯგუფიც განიხილავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები