08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ისლამისტი მებრძოლებისგან გათავისუფლებული ქალაქი - პალმირა ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს

ისლამისტი მებრძოლებისგან გათავისუფლებული ქალაქი პალმირა ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს.

მედიის წარმომადგენლებმა ის ზარალი შეაფასეს, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ სირიის უძველეს ქალაქს მიაყენა.

ამ დროისთვის პალმირაში მასშტაბური განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლი ერთი კვირის წინ აღადგინეს.

პალმირის ისტორიული ნაწილი თითქმის განადგურებულია, თუმცა სირიის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ ძეგლების უმეტესობის აღდგენა შესაძლებელია.

 

დღის ამბები