08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - სომხეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო სომხეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. შეხვედრა რამდენიმე საათში, სერჟ სარქისიანის ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ, გაიმართება.

სომხური მხარის ცნობით, საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება.

კვლავ უცნობია, მსხვერპლის რაოდენობა, თუმცა ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ცნობით, დაღუპულია 50–მდე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას მხარეები ერთმანეთს აკისრებენ. ვლადიმერ პუტინი კი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეგიონში შექმნილ ვითარებას მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე, ეუთოს მინსკის ჯგუფიც განიხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები