08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ყარაბაღში ვითარების დაძაბვა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა

მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად წუხელ, გვიან ღამით დაიძაბა. თუმცა, ცნობები, რომელსაც აზერბაიჯანული და სომხური მხარე ავრცელებენ, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ ზავი სომხეთმა დაარღვია და ღამით ცეცხლი აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით 127–ჯერ გახსნა. ერევანი კი აზერბაიჯანს ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თვითონ მხოლოდ საპასუხო ზომებს მიმართა.

რადიკალურად განსხვავდება მსხვერპლის შესახებ მხარეების მიერ გავრცელებული ცნობებიც.

სომხეთის მტკიცებით, ერთ–ერთი სარაკეტო იერიშის დროს ყარაბაღში 12 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად 50–მდე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ოფიციალური ბაქო ამ დროისთვის მხოლოდ 12 სამხედროსა და ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა სომხეთის მხარეს გაცილებით დიდია და იქ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა 100–ს აჭარბებს.

აზერბაიჯანული მხარე ასევე ადასტურებს სომხეთის მიერ დილით გავრცელებულ ინფორმაციას სამხედრო ვერტმფრენის მი24–ის ჩამოგდების შესახებ.

მთიან ყარაბაღში ამბობენ, რომ ასეთი ინტენსიური დაპირისპირება საზღვარზე 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა.

მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვა სომხეთისა და აზერბაიჯანის  ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტს დაემთხვა.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

 

დღის ამბები