08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
სომხეთი და აზერბაიჯანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების ზღვარზე

სომხეთი და აზერბაიჯანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების ზღვარზე არიან – თითქმის 24 საათია მთიანი ყარაბაღის რეგიონში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. მსხვერპლია ორივე მხარეს, როგორც სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას შორის, თუმცა დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი ამ დრომდე უცნობია.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სამხედროებმა ფრონტის ხაზზე წინ წაიწიეს და რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ვრცელდება ინფორმაცია სომხეთის საჰაერო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებაც.

მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს რუსეთი. საგანგებო განცხადებები გაავრცელეს ეუთომ და ევროკავშირმაც და სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის ზავის პატივისცემისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები