08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
სომეხი ჟურნალისტები ღიად საუბრობენ, რომ ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

სომეხი ჟურნალისტები ღიად საუბრობენ, რომ მთიანი ყარაბაღში ვითარება არის უკიდურესად დაძაბული. როგორც კურიერთან საუბრისას აცხადებენ, აზერბაიჯანიდან მიმდინარეობდა საარტილერიო დაბომბვა, თუმცა კონკრეტულად მსხვერპლის შესახებ არც სომეხ ჟურნალისტებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია.

როგორც სომეხი ჟურნალისტი, იური მანველიანი, ამბობს, ადგილობრივებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სროლები ორივე მხრიდან მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად მსხვერპლის შესახებ არაფერი იციან.

„ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედის. შესაძლოა, მათ არ სურთ ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ აწყობს დაძაბული მდგომარეობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის,“ - აცხადებს სომეხი ჟურნალისტი.

 

ავტორი: დავით კაკულია  

დღის ამბები