08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
2 აპრილის ღამით აზერბაიჯანული მხარის სოფლები ინტენსიურად იბომბებოდა სომხური თავდაცვითი ძალების მიერ - ჟურნალისტი შეიხუნ ალი

მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე ამ დროისთვის უკვე გააკეთეს განცხადებები ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა. მსხვერპლის შესახებ ორივე მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ამიერკავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ.

მანამდე მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთმა, საგანგებო განცხადებები გაავრცელეს ეუთომ და ევროკავშირმაც და სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის ზავის პატივისცემისკენ მოუწოდეს.

კურიერს მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე აზერბაიჯანელი კოლეგა აწვდის ინფორმაციას.

„2 აპრილის ღამით აზერბაიჯანული მხარის სოფლები ინტენსიურად იბომბებოდა სომხური თავდაცვითი ძალების მიერ. ახლ მიმდინარეობს პოზიციების გამაგრება. ბრძოლებისას განადგურებულია სომხეთის 6 ტანკი, 15-მდე საარტილერიო დანადგარი. მოკლული და დაჭრილია 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო. ჩვენ ამ ცნობებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გვაწვდის,“ - აცხადებს ATV-ს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, შეიხუნ ალი.

დღის ამბები