08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
სროლა აზერბაიჯანში-ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასული ღამის განმავლობაში მისი სასაზღვრო ჯარის მიმართულებით სროლა ისმოდა, თუმცა უწყების განმარტებით მსხვერპლი არც მოსახლეობაში და არც სამხედრო ძალებში არ არის. 

როგორც სააგენტო РИА Новости იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. 

"ვითარება კვლავ დაძაბულია, ღამით აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგი არ ჰქონია... ფრონტის ხაზზე განლაგებული სამხედროები სროლაში მოყვნენ, დაღუპულები არ არიან,"-განაცხადა ვაგიფ დიარგახლიმ.

 



დღის ამბები