08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
"ეს არის ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომელიც აზერბაიჯანმა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის შემდეგ განახორციელა,"-სარქსიანი

"ეს არის ყველაზე მასშტაბური შეტევა რომელიც აზერბაიჯანმა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის შემდეგ განახორციელა,"-ასე ეხმაურება სომხეთს პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს და ბოლო დღეებში გამწვავებულ ვითარებას. 

სარქისიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს. 

"მტერმა გამოიყენა საჰაერო ძალები, ყველა სახის არტილერია და ჯავშან-ტექნიკა. მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს ავიაციისა და არტილერიის სახითაც. ჩვენი მხრიდანაც არიან დაღუპულები, ამ დროისთვის 18 ადამიანია დაღუპული და 35 დაჭრილი,"-განაცხადა სარქსიანმა.

კონფრლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის სპიკერი, დავიდ ბაბაიანიც ეხმაურება და აზერბაიჯანს ანტი სომხური პოლიტიკის გატარებაში სდებს ბრალს.

"სახეზეა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის, საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა. რაც არ უნდა განაცხადონ ოფიციალურმა პირებმა ის რაც ბაქომ აზერბაიჯანი–ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჩაიდინა არის ტერორიზმის აქტისა და ანტი–სომხური პოლიტიკის ნათელი მაგალითი,"-აღნიშნა ბაბაიანმა. 

დღის ამბები