08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
"კურიერი" კონფლიქტის ზონიდან-მთიან ყარაბაღში დილიდან სროლისა და აფეთქების ხმა ისმის

კვლავ სროლისა და აფეთქების ხმა ისმის დილიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში. არიან დაჭრილები და დაღუპულები. ადგილობრივები სროლის ზონებს დამოუკიდებლად ტოვებენ. კურიერის გადამღები ჯგუფები კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, როგორც აზერბაიჯანის ისე სომხეთის მხრიდან, თუმცა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კურიერის ჟრნალისტს გადაღების საშუალება არ ეძლევა. 

ყარაბაღის მოსაზღვრე აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ბოლო სოფელში, მთის გადაღმა მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები და დაახლოებით 5-10 წუთიანი ინტერვალით და ისმის ძლიერი აფეთქების ხმა. ადგილობრივი მოსახლეობა კი განმარტავს, რომ რთულ ვითარებაში იმყოფებიან.

 

დღის ამბები