08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
აზერბაიჯანის სამხედრო მეთაურობამ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა-ქვეყანა თავდაცვით რეჟიმზე გადადის

აზერბაიჯანელი სამხედროები პოზიციებს ამაგრებენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში აიღეს. სამხედრო მეთაურობამ, ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა და რეგიონში მობილიზებულ ძალებს მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიებების გატარების მითითება მისცა.

ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება უწყების გვერდზე დაახლოებით ერთი საათის წინ გამოქვეყნდა. ოფიციალური ბაქო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება საერთაშორისო სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, თუმცა ერევანი შესაძლო შეტევის შესახებაც გააფრთხილა.

იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ შეწყვეტენ პროვოკაციულ ქმედებებს და გააგრძელებენ საცხოვრებელი პუნქტებისა და სამხედრო პოზიციების დაცხრილვას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შემტევით ოპერაციას ყველა არსებული საბრძოლო საშუალების გამოყენებით განაახლებენ.

საბრძოლო მოქმედებებისთვის ბაქოს მზადყოფნაზე რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმაც ილაპარაკა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მშვიდობიანი პროცესის მომხრეა, თუმცა მოლაპარაკების დასაწყებად სომხეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარე 5 აზერბაიჯანული სოფლის დეოკუპაცია უნდა მოახდინოს.

 

დღის ამბები