08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
აზერბაიჯანული სააგენტოს მტკიცებით სომხეთის მიერ მათი მიმართულებით ნასროლი ჭურვი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

სოციალურ ქსელ youtube-ში ვრცელდება კადრები, რომელიც აზერბაიჯანული სააგენტოს მტკიცებით, ირანში, აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონშია გადაღებული.

სააგენტოს ინფრომაციით, მას შემდეგ რაც სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული სოფლის გაზახლარის მიმართულებით გრადის ტიპის სისტემებიდან ცეცხლი გახსნენს, ერთ-ერთი ჭურვი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ოფიციალური პირების მხრიდან კომენტარი ამ კონკრეტულ ინცინდენტზე არ გაკეთებულა. ჯერ კიდევ კადრების გავრცელებამდე თეირანმა მეზობელ ქვეყნებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.

მხარდაჭერა ბაქოს ირანის მსგავსად თურქეთმა და პაკისტანმაც გამოუცხადეს. ამ ქვეყნების ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.

დღის ამბები