08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ბრიუსელის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ გაანახლა

ბრიუსელის აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ გაანახლა. 22 მარტის ტერაქტების შემდეგ ზავენტემის აეროპორტის მხოლოდ რამდენიმე ტერმინალი გაიხსნა. პირველ ფრენებს კომპანია ადგილობრივი კომპანია ბრიუსელ ეარლაინსი განახორციელებს.

აეროპოტის შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, ყველა მგზავრსა და მათ ბარგს პოლიცია შეამოწმებს. სწორედ ეს იყო სამართალდამცველების მთავარი მოთხოვნა, რის გამოც აეროპორტის მუშაობის განახლების პროცესი შეფერხდა. პოლიციის წარმომადგენლებმა უსაფრთოების ზომების გაძლიერების მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს. მათი განცხადებით, პარიზის ტერაქტების შემდეგ ქვეყანაში საფრთხის მესამე დონე მოქმედებდა, მაგრამ აეროპორტში მეტალოდეტექორები არ დაამონტაჟეს.

დღის ამბები