08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
"კურიერის" კადრები კონფლიქტის ზონიდან-დანგრეული სახლები აზერბაიჯანის საზღვარზე

ბოლო ინფორმაციით  მთიან ყარაბაღში სიტუაცია უცვლელია, ცხელ წერტილში იმყოფებოდა კურიერის გადამღები ჯგუფი. მათი ინფორმაციით ოფიციალურმა უწყებამ გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სომხურმა მხარემ დაარღვია.

“აფეთქებების ხმა ისევ ისმის კონფლიქტის ზონის მიმდებარედ. ოფიციალურმა უწყებამ გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ ცეცხლის შესახებ შეთანხმება სომხურმა მხარემ დაარღვია და სწორედ ამიტომაც მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები და აზერბაიჯანული მხარე არ აპირებს პოზიციების დათმობას. ასევე ადგილობრივები ამბობენ,  რომ ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში,“ - განაცხადა კურიერის კორესპოდენტმა დავით ქაშიაშვილმა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

დღის ამბები