08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ქალებისა და ბავშვებისგან დაცლილი სოფლები-ვითარება არაღიარებულ მთიან ყარაბაღში

არაღიარებული მთიან  ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტის გამო, სოფელი თაბი თითქმის სრულად დაიცალა. სოფლიდან  ქალები და ბავშვები მამაკაცებმა ოთხი დღის განმავლობაში ძლიერი დაბომბვების და სროლების შემდეგ გაიყვანეს. სოფელში აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის. ჭურვებმა ადგილობრივების უმეტესობას საცხოვრებელი სახლები გაუნადგურა.

ადგილობრივები აზერბაიჯანის ხელისუფლების მსგავსად ამბობენ, რომ პირველად ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა. სოფელში დარჩენილები  ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ როგორც სოფელი თაბი, ასევე მთიანი ყარაბაღი  მათი სამშობლოა. მოსახლეობის თქმით, ისინი სოფელს სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დატოვებენ. 

ავტორები: დავით ქაშიაშვილი.

 

დღის ამბები