08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დაძაბული ვითარება არაღიარებულ მთიან ყარაბაღში-განახლებული ბრძოლა და საინფორმაციო ომი

მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარებაა. განახლებულ ბრძოლასთან ერთად საინფორმაციო ომიც გრძელდება.  მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. გასული შემოდგომიდან გამწვავებულმა ვითარებამ გასულ დღეებში პიკს მიაღწია.

ერთადერთი, რაც ეჭვს არ იწვევს არის ის, რომ აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა აღმოსავლეთის რაიონების რამდენიმე სოფელი და დაიკავა პოზიციები მათ გარშემო სტრატეგიულ სიმაღლეებზე.

ბაქოში ვიზიტები დაგეგმეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, სომხეთის პრეზიდენტი კი სამშაბათს ვიზიტით გერმანიაში მიდის. სერჟ სარქსიანი, მომხდარს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემდეგ, აზერბაიჯანის მხრიდან  ყველაზე მასშტაბურ შეტევას უწოდებს, თუმცა  ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხურმა ქვედანაყოფებმა გრადის სისტემით შეცდომით დაბომბეს მეზობელი ირანის ტერიტორია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი პრინციპულ პოზიციას არ ცვლის და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გეგმავს.

მთიან ყარაბაღში კი სეპარატისტული ხელისუფლება ცლის ფრონტის მიმდებარე დასახლებულ სოფლებს და გამოცხადებულია რეზერვის სრული მობილიზაცია.

ავტორები: თენგო გოგოტიშვილი.  

 

დღის ამბები