08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"ვაპირებ ბრძოლას"-დავით საყვარელიძე აქტიურ საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს

დავით საყვარელიძე აქტიურ საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ რუსთავი 2-თან საუბრისას გააკეთა. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ მოძრაობაშიც გადაიზარდოს.

„სამწუხაროდ აქ ხდება ის, რაც ხდება 90-იანი წლების საქართველოში. ძალიან დიდი მოთხოვნილებაა საზოგადოებაში რადიკალურ რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ უკრაინელს, რომელიც აქტიურად იბრძვის ამის წინააღმდეგ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, აქვს წარმოუდგენელი მხარდაჭერა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს არის კარგი დასაწყისი სრულიად ახალი ეტაპისა, შეიძლება საზოგადოებრივი აქტიურობა დავარქვათ ამას, რასაც აქტიურად შევუდგები ორშაბათიდან და აუცილებლად იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ დღეს ჩვენი გამოცდილება და ჩვენი გვერდში დგომა, ამ ქვეყანას დავუდგებით ბოლომდე. გავაძლიერებთ იმ პლატფორმებს, რომლებიც უკვე მუშაობს უკრაინაში. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე გადაიზარდოს პოლიტიკურ პლატფორმაში, ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ამისი.

"ჯერ ნაადრევია პოლიტიკურ პარტიაზე საუბარი, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გადადგმას ამ ნაბიჯს და არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. არ არის აუცილებელი შევიდე რადაში. ვაპირებ ბრძოლას იმ კანონიერი მეთოდებით, რომელიც იძლევა საშუალებას, ვაიძულოთ მთავრობა, ან ის ძალები, რომლებიც მოვლენ ხელისუფლებაში , იყვნენ უფრო რადიკალურები , შეასრულონ ხალხის დაკვეთა უკრაინაში და გამოიყენონ ჩვენი გამოცდილება,“-განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ავტორი:ნოდარ მელაძე.

დღის ამბები