08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
"უკრაინა ზეწოლას ახდენს ქართველ პოლიტიკოსებზე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ქურდობაში,“-უკრაინის მოქალაქე

უკრაინელი პოლიტოლოგები, უკრაინაში მოღვაწე ქართველ პოლიტიკოსებს, რომელთაც დღეს თანამდებობები უკავიათ, ურჩევენ ოპოზიციაში გადავიდნენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება, მისი რეიტინგიც ვარდნას დაიწყებს. პოლიტოლოგები სააკაშვილს ურჩევენ შექმნას საკუთარი პოლიტიკური გუნდი, თუმცა კანონი მას არ აძლევს საშუალებას მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. პოლიტოლოგთა განცხადებით, ეს არ არის პრობლემა, რადგან სააკაშვილს უკვე შერჩეული ეყოლება უკრაინაში პოლიტიკური ძალები, რომლებიც მისი გუნდის წევრები იქნებიან.

თუ უკრაინას მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი კოალიცია არ ეყოლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება.   

რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა რა იციან ქართველი პოლიტიკოსების  მიერ გატარებული რეფორმების შესახებ უკრაინელებმა და დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყების შემთხვევაში, ექნებათ თუ არა მათ მხარდაჭერა.  

„პირადად მე პირველი წავალ და მათ მივცემ ხმას, რადგან აქ უკვე ვეღარავის ენდობი. ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი რადგან საქართველო ევროპასთან ახლოს არის. უკრაინა ზეწოლას ახდენს ქართველ პოლიტიკოსებზე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ქურდობაში,“-განაცხადა რუსთავი 2-თან საუბრისას.

რუსთავი 2-თან საუბრისას ქართველი პოლიტიკოსების მაღალ რეიტინგზე საუბრობს ტელეკომპანია 112-ის წამყვანი ანა სტეპანეციც.

ავტორი:ნოდარ მელაძე.

დღის ამბები