08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ვითარება მთიანი ყარაბაღის არ აღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბულია

ბრძოლა მიმდინარეობდა გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში. არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში იბომბება არცახში მდებარე სამოქალაქო დანიშნულების პუნქტები, გასულ ღამეს კი ბრძოლა მატრაკენტში მიმდინარეობდა.

დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა. უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულ პოზიციებს გასული ღამის განმავლობაში ცეცხლი 121-ჯერ გაუხსნეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

შეტაკებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების პრეს სამსახურში ამბობენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები კონფლიქტურ ზონაში დაწინაურდნენ და ახალი პოზიციები დაიკავეს, განადგურებულია აზერბაიჯანული არმიის სამი ტანკი, თუმცა ინფორმაცია უარყო ოფიციალურმა ბაქომ.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მოხალისეების მობილიზაცია გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურმა გვიან ღამით სომხური შეიარაღებული ძალების მიერ ახალი პოზიციების დაკავების შესახებ განაცხადა, თუმცა ინფორმაციას უარყოფს ოფიციალური ბაქო.

აზერბაიჯანული მხარე აცახდებს, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ ვითარებას აკონტროლებს. აზერბაიჯანის მიერ ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 12 აზერბაიჯანელი სამხედრო, თუმცა სომხეთი უპილოტო საფრენი აპატარის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მათზე ჩანს 21 დაღუპული.

ოფიციალური ერევანი 18 დაღუპული სომეხი ჯარისკაცის და 35 დაჭრილი სომეხი სამხედროს შესახებ ავრცელებს ცნობას.

რუსული მედია წერს, რომ გვიან ღამით სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება.

დღის ამბები