08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
მესამე დღეა მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე ბრძოლები მიმდინარეობს

მესამე დღეა მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე ბრძოლები მიმდინარეობს. იერიშებში აზერბაიჯანიც და სომხეთიც ერთმანეთს ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ მოწინააღმდეგე დიდ დანაკარგს განიცდის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საპასუხო დარტყმის შედეგად მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი გაანადგურეს, სადაც სამხედროებთან ერთად გენერლებიც დაიღუპნენ. ეს ცნობა უარყო სომხურმა მხარემ. 

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი ირწმუნებიან, რომ ცოცხალი ძალის უპრეცედენტო დანაკარგი აქვს აზერბაიჯანულ მხარეს. მათი მტკიცებით ამ დროისთვის ბრძოლების შედეგად 300 აზერბაიჯანელი ჯარისკაცია დაღუპული. ამ ცნობას ოფიციალური ბაქო არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მხოლოდ 15 სამხედრო დაკარგა. სომხეთის პარლამენტში მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხის განხვილვას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები