08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
სომხეთი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში დათმობებზე წავიდეს - სერჟ სარქსიანი

ერევანი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ორმხრივ დათმობებზე წავიდეს-ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა გააკეთა.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედიასაშალებები ავრცელებენ.

„სომხეთი არასდროს არ იყო წინააღმდეგი წასულიყო ორმხრივ დათმობაზე,  რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულაციისათვის არის გამიზნული, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა გათავისუფლდება კოლონიზაციის თაობაზე არსებული მუქარისაგან,“ - ეს განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა ეუთოს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მთიან ყარაბაღში ვითარება ორი დღის წინ დაიძაბა. შაბათს ღამით, ავიაციისა და არტილერიის მონაწილეობით საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი ბრძოლების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები