08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ყარაბაღის კონფლიქტი-ქალაქი მარტაკერტი დაიბომბა

ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში ვითარება შედარებით სტაბილურია. კურიერის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ ისმის სროლები. ბოლო ინფორმაციით დაიბომბა ქალაქი მარტაკერტი, თუმცა დაშავებულების, დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური უწყებები ზუსტ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

კურიერმა ის ოჯახიც მოინახულა, რომლის მცირეწლოვანი ბავშვიც 2 აპრილს განხორციელებულ დაბომბვას შეეწირა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, 2 აპრილს, დილით სკოლა დაიბომბა, რის დროსაც ბავშვი გარდაიცვალა.

ქალაქ სტეფანაკერტში მოხალისეები იკრიბებიან და საკუთარი მიწის დაცვისთვის მზადყოფნას აცხადებენ. არაღაირებულ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე განცხადებას სომხეთის თავდაცვის უწყება დღის ბოლოს გააკეთებს.

დღის ამბები