08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ე.წ. პანამის დოკუმენტების გასაჯაროებას ფრანსუა ოლანდი მიესალმება

ე.წ. პანამის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოძიების დაწყების მზადყოფნა გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმა ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს და განაცხადა, რომ ეს არის კარგი ახალი ამბავი, რადგან ყველა ის პირი, რომელმაც ოფშორულ ზონაში ფული გაათეთრა და გადასახადებს თავი აარიდა, თანხას ბიუჯეტს დაუბრუნებს.

გამოძიების დაწყებას აპირებენ შვედეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ნებისმიერ პირს, რომელიც გასაჯაროებულ მასალებში ფიგურირებს, მოუწევს დამალული თანხის დაბრუნება.

ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებული იურიდიული ფირმა პანამაში -მოზაკ ფონსეკა ფულის გათეთრებასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა 12 მოქმედ ლიდერს და 60-მდე პირს, რომლებიც მოქმედ და ყოფილ სახელმწიფო მეთაურებთან დაკავშირებული არიან.

დღის ამბები